• Geo
  • Eng
31.08.2017
9 დინამოელი 17 წლამდელთა ნაკრებში

საქართველოს 17 წლამდე ნაკრები მორიგი ტურნირისთვის ემზადება. შეგახსენებთ, რომ ათიოდე დღის წინ გიორგი ნემსაძის გუნდმა კიევში მიმდინარე ბანნიკოვის თასის გათამაშება ტრიუმფით დაასრულა. ამჯერად ჭაბუკი ჯვაროსნები 4- დან 8 სექტემბრის ჩათვლით ყაზახეთში- პრეზიდენტის თასზე იასპარეზებენ. ჩვენი ნაკრები ა ჯგუფში მასპინძლებს, თურქმენეთსა და ალბანეთს დაუპირისპირდება. ჯვაროსნებს ამჯერად 9 დინამოელი ფეხბურთელი დაეხმარება: ლუკა ხარშილაძე, ირაკლი აზაროვი, ანზორ მექვაბიშვილი, ზურაბ ჭავჭანიძე, ზურაბ დავითაშვილი, ელგუჯა ჯანგველაძე, ხვიჩა კვარაცხელია, ვახტანგ ჩარკვიანი და გიორგი ლომთაძე. ლუკა ხარშილაძემ და ზუკა დავითაშვილმა ბანნიკოვის თასზე ოქროს მედლებთან ერთად ინდივიდუალური პრიზებიც დაიმსახურეს. ლუკა ტურნირის საუკეთესო მეკარე გახდა, ხოლო ზუკამ საუკეთესო ბომბარდირის პრიზი მიიღო.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024