• Geo
  • Eng
07.07.2017
ჩვენი მეტოქე - რუდეში

ხვალ დინამო თბილისი სლოვენიურ შეკრებაზე მეორე ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს. ჩვენს გუნდს მეტოქეობას ზაგრების რუდეში გაუწევს. სპარინგი პირველი მატჩის დარად ლენდოვაში, საფეხბურთო კლუბ ნაფტას მოედანზე გაიმართება და თბილისის დროით 20.00 საათზე დაიწყება. ხორვატიული გუნდი 1957 წელს დაარსდა და თავის არსებობის მანძილზე ძირითადად მესამე ლიგაში გამოდიოდა. 2009 წელს რუდეშმა მეორე ლიგის საგზური მოიპოვა და პირველისთვის დაიწყო ბრძოლა. მიზანს ზაგრებულმა გუნდმა 2016/17 სეზონში მიაღწია, გამარჯვებით დაასრულა რა მეორე ლიგის გათამაშება და პირველად კლუბის არსებობის ისტორიაში რუდეშმა საუკეთესოთა შორის დაიბევა ადგილი. მათ 33 თამაშიდან 17 გამარჯვებით დაასრულეს და 7 შეხვედრაში დამარცხდნენ. გაშვებული 28 გოლის საპასუხოდ რუდეშმა 43- ჯერ აიღო მეტოქის კარი. გუნდის საკლუბო ფერები ლურჯსა და თეთრშია გადაწყვეტილი. საშინაო მატჩებს რუდეში კრანჩევიცევის 8000- იან სტადიონზე ატარებს. ჩვენი ოპონენტის მთავარი მწვრთნელის პოსტზე ესპანელი ფეხბურთის სპეციალისტი - ინაკი ალონსო მუშოაბს.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024