დინამოს 15 წლამდე შემადგენლობამ ოქროს ლიგაში მეხუთე ტურის მატჩი ჩაატარა, რომელშიც ქუთაისის ტორპედოს უმასპინძლა. ვლადიმერ გოჩაშვილის გუნდმა მთელი მატჩი თავისი უპირატესობით წარმართა და ტრადიციული მეტოქე დიდი ანგარიშით 3:0 დაჯაბნა. ტორპედოს დუბლი მორჩილაძემ შეუსრულა, ერთი გოლიც ჯინჯოლავას ანგარიშზეა. დინამოელები 5 მატჩიდან 5 მოგებით და ბურთების ბალანსით 31/3 სატურნირო ცხრილში პირველ ადგილს იკავებენ. მომდევნო შეხვედრას ჩვენი ჭაბუკები 6 სექტემბერს საბურთალოს წინააღმდეგ ჩაატარებენ.
U15 დინამო 3:0 ტორპედო
U15 დინამო: შურღაია, მაისურაძე, ერაძე, ხეცურიანი, ხორავა, ოსეყმაშვილი, მორჩილაძე, ზურაბიანი, კონიაშვილი, გოდერძიშვილი, ჯინჯოლავა
შეცვლაზე შევიდნენ: აბუაშილი, ფირცხალაიშვილი, ქოჩაკიძე, სამადაშვილი, ბექაური, შაშიაშვილი