• Geo
  • Eng
11.07.2017
შეკრების დასკვნითი ნაწილი

დინამოელებმა სლოვენიურ შეკრებაზე დღესაც ორჯერადი ვარჯიში ჩაატარეს. ფიზიკური დატვირთვა დღეს ნაკლები იყო და აქცენტი უფრო ტაქტიკურ და სათამაშო ეპიზოდებზე გაკეთდა. თბილისელები ლუგანსკის ზორიასთან საასპარეზოდ ემზადებიან, 13 ივლისს კი დინამო სამშობლოსკენ აიღებს გეზს. კახი კაჭარავას გუნდი ეროვნულ ლიგას 21 ივლისს ფოთის კოლხეთთან მატჩით განაახლებს. დინამოს სინჯებზე მყოფი ნიკა ფილიევი დაემშვიდობა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024