• Geo
  • Eng
24.09.2017
ქართული დერბი ფრედ 1:1 მორჩა

დღეს ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე მორიგი ქართული დერბი გაიმართა. აღსანიშნავია, რომ ტრავმისგან გამოწვეული ხანგრძლივი პაუზის შემდეგ დინამოელები მოედანზე ოთარ კიტეიშვილმა გამოიყვანა. მატჩი პირველივე წუთზე სტუმართა შეტევით დაიწყო, გიორგი კუცია გაიჭრა მარცხნა ფრთიდან, მის ჩაწოდებულს კი ბექა მიქელთაძე ვერ მიწვდა. საპასუხოდ მეშვიდე წუთზე მერაბ გიგაურმა დაარტყა ძლიერად და არაზუსტად. მომდევნო ეპიზოდში ლაშა თოთაძემ ითამაშა კარგად, რომელმაც დაუცველი კარიდან გამოიტანა ბურთი. მე- 15 წუთზე ნუკრი რევიშვილმა ლამაზ ნახტომში კუთხურზე მოიგერია გრიგოლ დოლიძის ტექნიკური დარტყმული. 28- ე წუთზე ოთარ კიტეიშვილმა ითამაშა კარგად, ცრუ მოძრაობით საჯარიმოში შეიჭრა და ჩააწოდა, ბურთს ბოლო წამს გიორგი კუცია ვერ მიწვდა. ტაიმის ბოლოსკენ ოთარ კიტეიშვილი გაიჭრა ქუთაისელთა კარისკენ და საჯარიმოს მისადგომებიდან ძლიერადაც დაარტყა, ბურთი ოდნავ აცდა მასპინძელთა კარს. პირველი ტაიმი დინამოელთა შეტევაში დასრულდა. მეორე ტაიმის დასაწყისი ქარდავა-მიქელელთაძის კომბინაციით აღინიშნა, ბექას დარტყმული ოდნავ არაზუსტი გამოდგა. მომდევნო შეტევაში გიორგი კუხიანიძემ გაისროლა ძლიერად და არაზუსტად. შეხვედრის 62- ე წუთზე გიორგი ქიმაძემ შეტევაში მყოფი ოთარ კიტეიშვილი აკრძალული ხერხით შეაჩერა და მსაჯისგან ყვითელი ბარათიც დაიმსახურა. საჯარიმო დარტყმა ლაშა თოთაძემ ძლიერად და უზადოდ შეასრულა 0:1. სამ წუთში ისევ თოთაძის საჯარიმო და ბურთი ზევიდან გადაცდა ტორპედოს კარის ხარიხას. 69- ე წუთზე გრიგოლ დოლიძე ამწვავებდა თამაშს, მისი მაკრატელა დიდი მანძილით აცდა დინამოს კარს. მატჩის მეოთხე კომპენსირებულ წუთზე ვახტანგ კუჭუხიძემ ანგარიში გაათანაბრა 1:1 და მატჩიც დასრულდა. მომდევნო შეხვედრას დინამო სამტრედიაში 29 სექტემბერს, ფოთის კოლხეთთან გამართავს.

 

ტორპედო  1:1  დინამო

 

გოლი: 0:1 თოთაძე 62’  1:1 კუჭუხიძე 94’ 

გაფრთხილება: კუცია 25’  ქიმაძე 60’  ტაბატაძე 72’  ბერიაშვილი 80’  თოთაძე 88’ 

 

ტორპედო: კვასხვაძე, ტაბატაძე, ხურცილავა, კუხიანიძე (ბაბუნაშვილი 76), გურული, კუტალია, დოლიძე, ქიმაძე, გიგაური (ფალავანდიშვილი 66), ტუღუში (ბერიაშვილი 66), კუჭუხიძე

დინამო: რევიშვილი, გეგეჭკორი, სალუქვაძე, კობოური, თოთაძე, ქარდავა, ზარია, კუცია (მიშენკო 46), კიტეიშვილი (ქოჩლაძე 94), შულაია, მიქელთაძე

 

მსაჯი: პ. მაჭარაძე

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024