დღეს ჩვენი გუნდის ერთ-ერთი პირველი თაობის გამორჩეული და უნივერსალი შემტევის- გიორგი ანთაძის დაბადების დღეა. იგი 97 წლის წინ ქალაქ ფოთში დაიბადა. ანთაძე დინამოს რიგებში 1944-1954 წლებში ასპარეზობდა. 208 ჩატარებული შეხვედრა და 48 გოლია მის ანგარიშზე. არის სსრკ- ს ჩემპიონატის ორგზის (1951 და 1953) ვიცე ჩემპიონი და ორგზის (1946 და 1950) პრიზიორი. 1946 წელს ითამაშა ბროლის თასის ფინალში. 33 საუკეთესო ფეხბურთელთა სიაში 1951 წელს მესამე ნომრად დაასახელეს. გიორგი ანთაძე 1987 წლის 3 ნოემბერს გარდაიცვალა.