• Geo
  • Eng
18.07.2017
დინამო - კოლხეთი | ურთიერთშეხვედრები

21 ივლისს ეროვნული ლიგაში საზაფხულო პაუზა დასრულდება და მეცხრამეტე ტურის სადებიუტო შეხვედრაში დინამო თბილისი ფოთის კოლხეთს უმასპინძლებს. მატჩი დინამო არენაზე 21.00 საათზე დაიწყება.

გუნდების დაპირისპირება სათავეს პირველი ჩემპიონატის პირველი ტურიდან იღებს. ფოთელებთან დინამოს ეროვნულ ჩემპიონატში 57 მატჩი აქვს ჩატარებული, საიდანაც თბილისელებმა 39 შემთხვევაში იმარჯვეს, 11 შეხვედრა ფრედ დასრულდა, ხოლო 7 მატჩი ფოთელთათვის აღმოჩნდა წარმატებული. ბურთების შეფარდება 129/40 დინამოს სასარგებლოდ. უხვგოლიანი მოპოვებული გამარჯვება - ანგარიშით 6:1, 1998 წლის 30 ნოემბერით თარიღდება. კოლხთა დასამახსოვრებელი გამარჯვება კი მეხუთე ჩემპიონატის მეთვრამეტე სათამაშო დღეს დაფიქსირდა. 1994 წლის 18 ივნისს ფოთელებმა ანგარიშით 5:1 დაამარცხეს დინამო. ჩვენმა გუნდმა მეტოქე დიდი ანგარიშით 4:0 ხუთჯერ დაამარცხა. ანგარიშით 5:0 კი დინამოს ოთხი შეხვედრა აქვს მოგებული. ერთი გასვლაზე და სამიც შინ.

ეროვნულ ჩემპიონატში ბოლოს ეს გუნდები ერთმანეთს 2017 წლის 5 მაისს ქობულეთში ჩელე არენაზე, ეროვნული ლიგის მეათე ტურში დაუპირისპირდნენ. შეხვედრაში თბილისელებმა ფოთელებს 3:0 აჯობეს. გოლები კოლხთა კარში ბექა მიქელთაძემ, გიორგი ზარიამ და გიორგი ჩაკვეტაძემ გაიტანეს.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024