• Geo
  • Eng
08.09.2017
ვერცხლის მედლები პრეზიდენტის თასზე

ყაზახეთში დასრულდა პრეზიდენტის თასის გათამაშება. ტურნირის ფინალში საქართველოს და რუსეთის 17 წლამდე გუნდები წარსდგნენ ერთამნეთის პირისპირ. გადამწყვეტი შეხვედრა საკმაოდ დაძაბულად წარიმართა. დებიუტში ხვიჩა კვარაცხელია გამოირჩა და ანგარიშიც გახსნა. დინამოელმა ნახევარმცველმა მეტოქის საჯარიმოში რამდენჯერმე ცრუ მოძრაობაზე წამოაგე მეტოქის მცველები და საბოლოოდ მეკარეს თავს ზემოთ გაუტანა გოლი. ოციოდე წუთში მეტოქემ ანგარიშის გათანაბრება მოახერხა, ზუსტი დარტყმა ვოროტნიკოვის ანგარიშზეა. მეტი გოლი კი აღარ გასულა, თუმცა თავად მატჩი ხისტად და საინტერესოდ გაგრძელდა. თამაშის დასრულების შემდეგ ტურნირის რეგლამენტით თერთმეტმეტრიანი დარტყმები დაინიშნა, რომელშიც მეტოქე უფრო ზუსტი გამოდგა და თავისი ხუთივე დარტყმა შედეგიანად გამოიყენა. გიორგი ნემსაძის შეგირდებმა ხუთი მცდელობიდან ოთხი გამოიყენეს. ზუსტად გაისარჯნენ შოთა ნონიკაშვილი, გიორგი შალიკაშვილი, ზუკა დავითაშვილი (პენალტი პანენკას სტილში შეასრულა) და ხვიჩა კვარაცხელია. გიორგი გულიაშვილის დარტყმული ბურთი კი ძელმა მოიგერია. საბოლოოდ ჭაბუკმა ჯვაროსნებმა ტურნირის ვერცხლის მედლები ირგუნეს. ფინალურ შეხვედრაში დინამოდან ლუკა ხარშილაძემ, ირაკლი აზაროვმა, ხვიჩა კვარაცხელიამ, ზუკა დავითაშვილმა და ანზორ მექვაბიშვილმა იასპარეზეს. ტურნირის ბომბარდირი ზუკა დავითაშვილი გახდა, ხოლო საუკეთესო ფეხბურთელად ხვიჩა კვარაცხელია აღიარეს.

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024