• Geo
  • Eng
21.07.2017
დინამო - კოლხეთი | მატჩამდე

საქართველოს XXIX ჩემპიონატის, ეროვნული ლიგის მეცხრამეტე ტურის შეხვედრას დინამო თბილისი ფოთის კოლხეთის წინააღმდეგ თბილისში გამართავს. დაპირისპირება დინამო არენაზე 21.00 საათზე დაიწყება.

 

 

ჩვენი მეტოქე

სკ ფოთის კოლხეთი 1913 წელს დაარსდა და 1978 წლამდე გუნდი- კოლხიდას სახელით ასპარეზობდა. საშინაო შეხვედრებს კოლხეთი ფაზისის სტადიონზე ატარებს, რომლის ტევადობაც 7500 მაყურებელზეა გათვლილი, თუმცა მის რეკონსტრუქციამდე კოლხეთი სტუმრებს ქობულეთის ჩელე არენაზე იღებს. გუნდის ფერები ცისფერ-თეთრშია გადაწყვეტილი. კოლხეთმა 1978 და 1988 წლებში მოიგო საქართველოს რეგიონალური ჩემპიონატი. კოლხეთი 1913- ის სახელით მონაწილეობა მიიღო საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის პირველი გათამაშების (1990) გახსნით მატჩში, თბილისის იბერიას წინააღმდეგ. საუკეთესო შედეგი საქართველოს უმაღლეს ლიგაში კოლხეთს 1993-1994 და 1996-1997 წლებში ჰქონდა, როდესაც გუნდმა ვერცხლის მედლები მოიპოვა. მესამეზე გავიდა გუნდი 1994-1995, 1995-1996 და 1997-1998 სეზონებში. 2013/2014 სეზონში კოლხეთმა პირველ ლიგაში (A ზონა) მეორე ადგილი დაიკავა და უმაღლესი ლიგის საგზური მოიპოვა.

 

 

მწვრთნელი და კოლხეთი

2015 წლის ოქტომბრიდან ფოთის კოლხეთის მთავარ მწვრთნელად ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთის სპეციალისტი- გელა სანაია მუშაობს. მისი ხელმძღვანელობით გუნდი დასრულებულ გარდამავალ სეზონში, წითელი ჯგუფის მეოთხე ადგილზე გავიდა. 12 ჩატარებული მატჩიდან კოლხეთმა 6 მოიგო და 6- ში დამარცხდა. მიმდინარე ჩემპიონატში ფოთელებს 18 მატჩიდან 17 ქულა დაუგროვდათ და სატურნირო ცხრილში მეცხრე ადგილზე იმყოფებიან.

 

 

დინამომდე

ფოთელებმა ეროვნული ლიგა ჩვენს გუნდთან 0:1 მარცხით გახსნეს. შემდეგ იყო ორი გამარჯვება- საბურთალოსთან 3:0 და თასზე ბათუმის დინამოსთან 1:0. ამას მოჰყვა ტორპედოსთან მარცხი 1:2 და გამარჯვება ქობულეთის შუქურასთან 4:2. შემდეგ კოლხეთი ლოკომოტივთან დამარცხდა დიდი ანგარიშით 0:5 და ფრედ 1:1 დაცილდა გორის დილას. ამის შემდეგ კოლხეთი მიჯრით ხუთჯერ დამარცხდა. სამტრედიასთან 1:2, ჩიხურასთან 1:3, თასზე გორის დილასთან 0:1 და იმავე ანგარიშით ბათუმის დინამოსთან. დინამო თბილისთან კი კოლხებმა 0:3 წააგეს. შემდეგ კოლხებმა საბურთალოს აჯობეს 2:1 და ისევ მარცხი, ამჯერად ტორპედოსთან 0:3. ამას მოჰყვა უგოლო ფრე შუქურასთან, გამარჯვება ლოკომოტივთან 2:1 და ისევ ორი ფრე- დილასთან 0:0 და სამტრედიასთან 1:1. შემდეგ ფოთელებმა ჩიხურასთან წააგეს 1:3 და ფრედ 0:0 ითამაშეს ბათუმის დინამოსთან.

 

 

დინამო - კოლხეთი | ურთიერთშეხვედრები

გუნდების დაპირისპირება სათავეს პირველი ჩემპიონატის პირველი ტურიდან იღებს. ფოთელებთან დინამოს ეროვნულ ჩემპიონატში 57 მატჩი აქვს ჩატარებული, საიდანაც თბილისელებმა 39 შემთხვევაში იმარჯვეს, 11 შეხვედრა ფრედ დასრულდა, ხოლო 7 მატჩი ფოთელთათვის აღმოჩნდა წარმატებული. ბურთების შეფარდება 129/40 დინამოს სასარგებლოდ. უხვგოლიანი მოპოვებული გამარჯვება - ანგარიშით 6:1, 1998 წლის 30 ნოემბერით თარიღდება. კოლხთა დასამახსოვრებელი გამარჯვება კი მეხუთე ჩემპიონატის მეთვრამეტე სათამაშო დღეს დაფიქსირდა. 1994 წლის 18 ივნისს ფოთელებმა ანგარიშით 5:1 დაამარცხეს დინამო. ჩვენმა გუნდმა მეტოქე დიდი ანგარიშით 4:0 ხუთჯერ დაამარცხა. ანგარიშით 5:0 კი დინამოს ოთხი შეხვედრა აქვს მოგებული. ერთი გასვლაზე და სამიც შინ.

ეროვნულ ჩემპიონატში ბოლოს ეს გუნდები ერთმანეთს 2017 წლის 5 მაისს ქობულეთში ჩელე არენაზე, ეროვნული ლიგის მეათე ტურში დაუპირისპირდნენ. შეხვედრაში თბილისელებმა ფოთელებს 3:0 აჯობეს. გოლები კოლხთა კარში ბექა მიქელთაძემ, გიორგი ზარიამ და გიორგი ჩაკვეტაძემ გაიტანეს.

 

 

დისკვალიფიცირებული ფეხბურთელები

ხვალინდელ შეხვედრას დისკვალიფიკაციის გამო დინამოდან მიკოლა კოვტალიუკი გამოტოვებს, ხოლო კოლხეთი ვარლამ კილასონიას და დავით ბოლქვაძეს მოისაკლისებს.

 

 

კოლხეთის სავარაუდო შემადგენლობა

ჩვენი ვარაუდით, მატჩში ფოთელთა სასტარტო შემადგენლობა ასეთი იქნება:

სეფიაშვილი - ოტიენო, ქებურია,  გოგონაია, გ. კილასონია - ჟიშკარიანი, ჯანელიძე, კერძევაძე, დაფე, ნონდი - ბუხაიძე

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024