• Geo
  • Eng
08.03.2014
ტორპედოს – დინამოს ალექსანდრე კრიჭაშვილი განსჯის

უმაღლესი ლიგის XXI ტურის შეხვედრას, რომელსაც ჩვენი გუნდი ქუთაისში, ტორპედოს წინააღმდეგ გამართავს, ალექსანდრე კრიჭაშვილი განსჯის. მისი ასისტენტები იქნებიან- გ. ჩიგოგიძე და ა. კოკაია. სათადარიგო მსაჯი ხ. გაგნიძე.

 

ალექსანდრე კრიჭაშვილმა ბოლოს 26 თებერვალს გამართული – ზესტაფონი 3:0 ზუგდიდი იმსაჯა. შეხვედრამ ისე ჩაიარა, რომ არბიტრს არც ერთი ფეხბურთელი არ გაუფრთხილებია.

 

ჩვენი გუნდის მონაწილეობით ალექსანდრე კრიჭაშვილმა ბოლოს 2013 წლის 4 მაისს იმსაჯა. აღსანიშნავია, რომ დინამო არენაზე გამართულ შეხვედრაში ჩვენი გუნდი მაშინაც ქუთაისის ტორპედოს დაუპირისპირდა და 4:0 აჯობა მეტოქეს. იმ გამარჯვებით დინამო მიუწვდომელი გახდა მეტოქეთათვის და მე- 14 გახდა საქართველოს ჩემპიონი. მატჩის მთავარმა არბირტმა ქუთაისელი ფეხბურთელები ერთხელ გააფრთხილა.

 

ალექსანდრე კრიჭაშვილი
დაბადების თარიღი: 1967 წლის 15 ოქტომბერი

===========================================

უმაღლესი ლიგა - 48 თამაში / 150 ყვითელი / 8 წითელი / 5 პენალტი
პირველი ლიგა - 29 თამაში / 107 ყვითელი / 4 წითელი / 6 პენალტი
საქართველოს თასი  -  9 თამაში / 49 ყვითელი / 1 წითელი / 2 პენალტი

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024