• Geo
  • Eng
28.08.2023
დინამო - დილა | ურთიერთშეხვედრები

29 აგვისტოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-19 ტურის გამოტოვებული მატჩი გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართება. დილასა და დინამოს დაპირისპირება 21.00 საათზე დაიწყება.

 

ეროვნულ ასპარეზზე ეს გუნდები ერთმანეთს 79-ჯერ შეხვედრიან. ურთიერთშეხვედრებში დინამოს დიდი უპირატესობა აქვს - 55 შემთხვევაში გამარჯვება თბილისელებს დარჩათ, 14 შეხვედრა ფრედ დასრულდა და 10 თამაში გორელებმა მოიგეს. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსი ჩვენი გუნდის სასარგებლოდ 187/51 არის.

 

ყველაზე დიდი ანგარიშით დინამომ 2005 წლის 2 აპრილს იმარჯვა. XVI ჩემპიონატის 26-ე ტურში გამართული შეხვედრა 9-0 დასრულდა. ასევე ცხრა ბურთი გავიდა 1993 წლის 16 ნოემბერს ჩატარებულ მატჩში. მეხუთე ჩემპიონატის მეთხუთმეტე სათამაშო დღეს თბილისელებმა 7 ბურთი გაიტანეს, გორელთა 2 გოლის საპასუხოდ. აღსანიშნავია, რომ სამჯერ დაფიქსირდა ხუთბურთიანი სხვაობა 6-1 და ექვსჯერ 5-0, ხოლო ოთხ-ოთხჯერ შეხვედრა დასრულდა ანგარიშით 4-1, 4-0 და 1-1. ფრედ ჩატარებული შეხვედრებიდან ექვსი მატჩი უგოლოდ, სამი შეხვედრა კი 2-2 დასრულდა. გორის დილამ ჩვენს გუნდს პირველად 2012 წლის 15 სექტემბერს მოუგო (2-0).

ბოლოს ეს გუნდები გორში 25 აპრილს შეხვდნენ ერთმანეთს (დინამო მასპინძელი გახლდათ) და ის მატჩი დილამ 2-1 მოიგო. გოლი ნომინალური სტუმრის კარში ზორან მარუშიჩმა გაიტანა.

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024