ქალაქ გორში მიმდინარე თენგიზ ბურჯანაძის სახელობის თასის გათამაშებაზე, რომელიც 2004 წელს დაბადებულ ფეხბურთელთა შორის ტარდება, დინამოს 13 წლამდე შემადგენლობამ მეორე მატჩი მასპინძელ დილასთან გამართა და ისევ დიდი ანგარიშით 5:0 იმარჯვა. გეგიაძემ დუბლი შეასრულა, ხოლო დარჩენილი სამი გოლი იობაშვილმა, ლაცაბიძემ და ნიკოლაიშვილმა გაიტანეს. შეგახსენებთ, რომ პირველ მატჩში ჩვენმა გუნდმა რუსთავი 8:0 დაჯაბნა. მესამე შეხვედრას ვახტანგ იაგორაშვილის გუნდი 14 სექტემბერს საბურთალოსთან გამართავს.
U13 დილა 0:5 დინამო
U13 დინამო: ჯოჯუა, ბაგრატიონი, კვერენჩხილაძე, არჩაია, გოგებაშვილი, ცხოვრებაშვილი, ლაცაბიძე, კობახიძე, გეგიაძე, თათულაშვილი, იობაშვილი
შეცვლაზე შევიდნენ: ბერუაშვილი, აღდგომელაშვილი, ჯანაშია, მელქაძე, ნიკოლაიშვილი, ქართველიშვილი, როსივერი