• Geo
  • Eng
30.07.2017
ტრავმირებულები დინამოში

ჩვენი გუნდის კაპიტანმა ოთარ კიტეიშვილმა რამდენიმე დღის წინ ფეხზე ოპერაცია გაიკეთა და საწვრთნელ პროცესში სექტემბრიდან ჩაერთვება. შემტევმა გიორგი ზარიამ დაასრულა სარეაბილიტაციო პროცესი და უახლოეს პერიოდში ინდივიდუალური მეთოდით დაიწყებს ვარჯიშს. ცენტრალური მცველი ლუკა ლოჩოშვილი გამოჯანმრთელდა და უკვე გუნდათ ერთად ვარჯიშობს. რაც შეეხება გუნდის უკრაინელ კიპერს- სერგეი ლიტოვჩენკომ შეკრებაზე მაჯის ტრავმა მიიღო, თბილისში უფრო გაუმიზეზდა და ამ ეტაპზე გუნდთან სრული დავტვირთვით ვერ ვარჯიშობს.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024