19 წლამდე დინამოელებმა ოქროს ლიგაში მეორე მატჩი ჩაატარეს და მეორე გამარჯვება იზეიმეს. თბილისელები ქუთაისს ესტუმრნენ, სადაც ტორპედოს დაუპირისპირდნენ. ვლადიმერ კაკაშვილის გუნდმა ტორპედოს შანსი არ დაუტოვა და დიდი ანგარიშით 4:1 დაჯაბნა მეტოქე. გოლები ქუთაისელთა კარში დავითაშვილმა, ქავთარაძემ, კვარაცხელიამ და ხარაბაძემ გაიტანეს. პირველ ტურში დინამოელები ასევე იმერეთს სტუმრობდნენ და სამტრედია დაამარცხეს 3:1. შემდეგ შეხვედრას ლურჯ-თეთრები 17 სექტემბერს აკადემიის მოედანზე ქობულეთის შუქურას წინააღმდეგ გამართავენ.
U19 ტორპედო 1:4 დინამო
U19 დინამო: კუტალაძე, გაბელაია, ხარშილაძე, ძოწენიძე, ხარაბაძე, დარცმელია, კაკულია (მოისწრაფიშვილი 68), კვარაცხელია, ქავთარაძე (გოგობერიშვილი 46), დავითაშვილი, ერგემლიძე