• Geo
  • Eng
02.08.2017
4 აგვისტო დინამოს ისტორიაში

4 აგვისტოს ჩვენი გუნდი ეროვნული ლიგის 21- ე ტურში გორის დილას უმასპინძლებს. შეხვედრა დინამო არენაზე 21.00 საათზე დაიწყება.

4 აგვისტოს დინამოს რვა ოფიციალური მატჩი აქვს ჩატარებული, შვიდი სსრკ- ს პირველობაზე და ერთიც ეროვნულ ჩემპიონატში. ოთხი მოგება, ორი ფრე და ორიც მარცხი. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსია 16/13 თბილისელთა სასარგებლოდ.

1947 წელს ჩვენმა გუნდმა მოსკოვში კრილია სოვეტოვს 2:0 მოუგო. გოლები გავრო ბოგატელომ და ბასა ღოღობერიძემ გაიტანეს. მომდევნო წელს გაიოზ ჯეჯელავას გოლით დინამომ მეორედაც დაამარცხა იგივე გუნდი. 1950 წელს დინამო დიდი ანგარიშით 1:5 დამარცხდა მოსკოვის ვვს- თან. გოლი ბორის პაიჭაძის ანგარიშზეა. იმავე ანგარიშით დამარცხდა დინამო ცსკა- თან 1958 წელს. ერთადერთი გოლი მოსკოველთა კარში ბასა ღოღობერიძემ შეაგდო. მანამდე 1954 წელს ჩვენმა გუნდმა 7:1 ხარკოვის ლოკომოტივი დაჯაბნა. ნიკო ცაგარეიშვილმა ჰეთ თრიქი შეასრულა, ბორის ხასაიამ დუბლი, თითო გოლი კი კონსტანტინე გაგნიძემ და ბასა ღოღობერიძემ გაიტანეს. 1981 წელს დინამომ მოსკოვში თანაკლუბელებთან ფრედ 1:1 ითამაშა. ბურთი საკუთარ კარში ნიკულინმა ჩაჭრა. 1988 წელს ოდესის ჩერნომორეცი მივიღეთ და გრიგოლ ცაავასა და ზაზა რევიშვილის ზუსტი თამაშით 2:0 ვაჯობეთ. 2001 წელს ეროვნულ ჩემპიონატში დინამოსა და რუსთავის გორდას დაპირისპირება ფრედ 1:1 დასრულდა. თავი მიხეილ ბობოხიძემ გამოიჩინა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024