დღეს 17 წლამდე ელიტ ლიგის გათამაშების მორიგი ტურის მატჩი გაიმართა. დინამოელებს თავსი ტური 19 სექტემბერს ჰქონდათ ჩანიშნული, თუმცა შემდეგ თარიღი შეიცვალა. გაგრასთან პაექრობა დაძაბულად წარიმართა და ვასილ გეგუჩაძის გუნდის გამარჯვებით 1:0 დასრულდა. სამი ქულის მომტანი ზუსტი დარტყმა შეცვლაზე შესული იაკობიძის ანგარიშზეა. თბილისელებმა ამ გამარჯვებით 5 თამაშიდან 12 ქულა დააგროვეს და მესამე ადგილზე აინაცვლეს. დინამოელებს სხვა გუნდებთან შედარებით სამი თამაშით ნაკლები აქვთ ჩატარებული, მომდევნო შეხვედრას კი სწორედ პირველ ადგილზე მყოფ ზესტაფონთან გამართავენ.
U17 დინამო 1:0 გაგრა
U17 დინამო: მამარდაშვილი, ბასარია, გულხადარაშვილი, გაბედავა, აზაროვი, გოგოხია, ჩარკვიანი, ფარულავა, ჯანგველაძე, ლომთაძე, ჩაკვეტაძე
შეცვლაზე შევიდნენ: იაკობიძე, ბაჯელიძე, თუდები, ხეცურიანი