დღეს დინამო არენაზე ეროვნული ლიგის ოცდამეექვსე ტურის შეხვედრა გაიმართა, რომელშიც დინამომ საბურთალოს უმასპინძლა. შეხვედრა ორმხრივი შეტევებით დაიწყო, ჯერ აკაკი შულაია ამწვავებდა თამაშს საპასუხოდ კი უკვე მეოთხე წუთზე დავით ვოლკოვმა ზუსტი დარტყმით გახსნა ანგარიში. დინამოელებმა შეუტიეს და მიქელთაძე მაკრატელა დარტყმით ასრულებდა მომენტს, მაგრამ მეკარემ იყოჩაღა. შემდეგ მომენტში ლაშა თოთაძემ შეასრულა საჯარიმო დარტყმა, ბურთი კედელში მდგომ ფეხბურთელებს მოხვდა, მიმართულება შეიცვალა, დასწრებაზე კი მიკოლა კოვტალიუკს სულ ოდნავ დააკლდა. დინამომ მოუმატა შეტევებს და კიდევ ერთი შანსი გაუშვა ხელიდან. შულაიას ჩაწოდებულს, მეტოქე გუნდის მცველი საკუთარ კარში ჭრიდა, ლაზარე კუპატაძემ გადაარჩინა საბურთალო. 23- ე წუთზე სტუმრები კიდევ ერთხელ გადარჩნენ. გიორგი ზარია გაიჭრა კარისკენ და გზად მცველიც ჩამოიტოვა, ზუსტი პასით ბექა მიქელთაძე მოძებნა, მისი დარტყმული კი ისევ კუპატაძემ მოიგერია. მასირებულმა შეტევებმა საბოლოო შედეგი 27- ე წუთზე გამოიღო. შულაიას მარჯვენა ფრთიდან ჩაწოდებულს ლაშა თოთაძე დაუხვდა და სტატუს ქვო აღადგინა 1:1. 34- წუთზე უკვე დინამო გადარჩა გაშვებულ გოლს. გიორგი ხარაიშვილმა ითამაშა ჩვენი გუნდის საჯარიმოში ტექნიკურად, დარტყმა კი არ გამოუვიდა. სამაგიეროდ სამ წუთში ვლადიმერ მამუჩაშვილმა საჯარიმოს მისადგომებიდან ზუსტად დაარტყა და 1:2. ცოტახანში პირველი ნახევარიც დასრულდა. მეორე ტაიმის დებიუტი პირველის მსგავსი გამოდგა, მატჩის განახლებით 4 წუთში ვოლკოვმა დუბლი შეასრულა და საბურთალო ორი ბურთით დააწინაურა. 57- ე წუთზე დინამო ნუკრი რევიშვილმა იხსნა, როდესაც ვლადიმერ მამუჩაშილის ახლო მანძილიდან დარტმული მოიგერია. სამ წუთში ხარაიშვილმა ძელს გაარტყა. მატჩის 71- ე წუთზე ხარაიშვილის ზუსტი დარტყმა და 1:4. ამის შემდეგ თამაშის რიტმი საგრძნობლად დაეცა. 82- ე წუთზე ლაშა ქოჩლაძის ძლიერი დარტყმაა აღსანიშნავი, ბურთი საბურთალოს კარს მცირე მანძილით აცდა. საბოლოოდ დინამო 1:4 დამარცხდა.
დინამო 1:4 საბურთალო
გოლი: 0:1 ვოლკოვი 4’ 1:1 თოთაძე 27’ 1:2 მამუჩაშვილი 37’ 1:3 ვოლკოვი 49’ 1:4 ხარაიშვილი 71’
გაფრთხილება: თარხნიშვილი 14’ რევიშვილი 49' ლილუაშვილი 61’ ლაკვეხელიანი 84'
დინამო: რევიშვილი, გეგეჭკორი, კობოური, სალუქვაძე, თოთაძე, ქარდავა (ქოჩლაძე 61), ნინუა, შულაია, ზარია (ქავთარაძე 78), მიქელთაძე, კოვტალიუკი (ლილუაშვილი 46)
საბურთალო: კუპატაძე, იაშვილი (მალი 81), მარგველაშვილი, გრიგალაშვილი, ლაკვეხელიანი, მამუჩაშვილი, თარხნიშვილი, ხარაიშვილი, შინდაგორიძე, ვოლკოვი (ტერა 75), კოხრეიძე (მუიეჩი 70)
მსაჯი: გ. ვადაჭკორია