პირველ შეკრებას ატარებს საქართველოს 16 წლამდელთა ახალშექმნილი ნაკრები. ჭაბუკი ჯვაროსნები 25 და 27 სექტემბერს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე ორ ამხანაგურ შეხვედრას აზერბაიჯანის ნაკრებთან გამართავენ. ზვიად ჯელაძემ აღნიშნულ შეკრებაზე და ამხანაგურ მატჩებში მონაწილეობის მისაღებად დინამო თბილისიდან 6 ფეხბურთელს უხმო. ზურაბ ერაძე, ლევან ოსეყმაშვილი, თორნიკე მორჩილაძე, ბაკურ ჯინჯოლავა, გიორგი აბუაშვილი და ნიკა კონიაშვილი სხვა გამოძახებულ ფეხბურთელებთან ერთად მოემზადებიან დაგეგმილი მატჩებისთვის.