• Geo
  • Eng
27.09.2017
გელა კეტაშვილი – 52

დღეს დინამოს ვეტერანი მცველის, ფეხბურთში ერთადერთი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონის – გელა კეტაშვილის იუბილეა. გელა კეტაშვილი 1965 წელს თბილისში დაიბადა. დინამო თბილისის შემადგენლობაში 1984 – 1990 და 1995 წლებში ასპარეზობდა. ჩვენი გუნდის რიგებში 181 ჩატარებულ შეხვედრაში გაიტანა 7 გოლი. არის 1988 წლის სეულის ოლიმპიადის გამარჯვებული. 33 საუკეთესო ფეხბურთელთა სიაში შედიოდა ორჯერ, 1988 და 1989 წლებში. სსრკ– ს ნაკრებში ჩაატარა 9 შეხვედრა, ხოლო ოლიმპიურ ნაკრებში 11 მატჩი. ასევე იყო საქართველოს ნაკრების პირველი კაპიტანი. დინამოელები ვულოცავთ გელა კეტაშვილს იუბილეს. ვუსურვებთ ჯანმრთელობას და დღეგრძელობას.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024