• Geo
  • Eng
26.09.2017
თოთაძე და კიტეიშვილი სიმბოლურში

სპორტულმა გამოცემა ლელომ, ეროვნული ლიგის ოცდამეშვიდე ტურის სიმბოლურ გუნდში დინამო თბილისიდან ორი ფეხბურთელი - მარცხენა მცველი- ლაშა თოთაძე (3) და შემტევი - ოთარ კიტეიშვილი (3) შეიყვანა. ქუთაისის ტორპედოსთან ფრედ 1:1 ნათამაშებ შეხვედრაში ლაშა თოთაძემ უძლიერესი და უზადოდ შესრულებული საჯარიმო დარტყმით გახსნა ანგარიში. ტრავმამოშუშებულმა გუნდის კაპიტანმა კი მთელი მატჩი მაღალ დონეზე ჩაატარა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024