16 წლამდე საქართველოს ნაკრებმა პირველი ამხანაგური მატჩი გამართა და მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე აზერბაიჯანის ნაკრებს უმასპინძლა. ზვიად ჯელაძის გუნდმა დიდი სათამაშო უპირატესობა გატანილ გოლებში ასახა და მეტოქე 5:2 დაამარცხა. ხუთიდან ერთი გოლი დინამოელმა ზურაბ ერაძემ გაიტანა. თავი ასევე გიორგი ომარაშვილმა, ნიკა ტალახაძემ და ლუკა ტორონჯაძემ (2) გამოიჩინეს. დინამოელთაგან ძირითადში სამმა ფეხბურთელმა- ერაძემ, მორჩილაძემ და აბუაშვილმა ითამაშეს, შეცვლაზე კი კონიაშვილი და ოსეყმაშვილი შევიდნენ. კიდევ ერთ ამხანაგურს 16 წლამდელები აზერბაიჯანთან 27 სექტემბერს ითამაშებენ.