დღეს დინამოს აკადემიის მოედანზე ორი ამხანაგური მატჩი გაიმართა. საქართველოს 15 და 16 წლამდე ნაკრებებმა სომხეთის ნაკრებებს უმასპინძლეს. გიორგი ჩიტაურის გუნდმა 3:1 დაამარცხა მეტოქე, ზვიად ჯელაძის კრებულმა კი 1:0 იმარჯვა. 15 წლამდელთა შემადგენლობაში შვიდმა დინამოელემა - ნიკა შურღაიამ, დავით გოგოტიშვილმა, საბა ხვადაგიანმა, ლუკა გაგნიძემ, გიორგი ჩხეტიანმა, ნიკა სიხარულაშვილმა და ზაურ სიჭინავამ ითამაშა. ერთი გოლი სომხეთის კარში ლუკა გაგნიძემ გაიტანა. 16 წლამდელებში 4 დინამოელი ვიხილეთ მოედანზე. მეზობლბთან გამარჯვებაში თავისი წვლილი ლუკა ხარშილაძემ, ზურაბ ერაძემ, გიორგი აბუაშვილმა და თორნიკე მორჩილაძემ შეიტანეს. 29 ნოემბერს ეს გუნდები კიდევ ერთხელ შეხვდებიან ერთმანეთს.