საქართველოს ეროვნული ნაკრები 6 და 9 ოქტომბერს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩებს ჩაატარებს. ჯვაროსნები 6 ოქტომბერს დინამო არენაზე უელსის ნაკრებს მიიღებენ, ხოლო სამი დღის მერე ბელგრადში სერბეთს დაუპირისპირდებიან. ვლადიმერ ვაისმა აღნიშნულ შეხვედრებში მონაწილეობის მისაღებად ჩვენი კლუდან გოლკიპერს - ნუკრი რევიშვილს და გუნდის კაპიტანს - ოთარ კიტეიშვილს უხმო. ეროვნული ნაკრების თავკაცი გაფართოებულ შემადგენლობაში კიდევ ორ დინამოელს - ლევან გეგეჭკორსა და ბაქარ ქარდავას განიხილავს. ჯვაროსნები მოსამზადებელ ეტაპს 2 ოქტომბრიდან დაიწყებენ.