• Geo
  • Eng
30.09.2017
სამი დინამოელი ახალგაზრდულ ნაკრებში

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები 6 და 10 ოქტომბერს ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებს ჩაატარებს. გია გეგუჩაძის გუნდი ოლბორგში დანიას, ხოლო ტორშავნში ფარერების ნაკრებს შეხვდება. 21 წლამდე ნაკრებში ჩვენი გუნდიდან სამი ფეხბურთელი - აკაკი შულაია, გიორგი ზარია და ბექა მიქელთაძეა გამოძახებული. ახალგაზრდა ჯვაროსნები აღნიშნული მატჩებისთვის მზადებას ხვალიდან შეუდგებიან.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024