• Geo
  • Eng
23.08.2017
დინამო პეტერბურგის თასის ნახევარფინალშია

პეტერბურგის თასზე დინამოელებმა ჯგუფში მესამე მატჩი გამართეს და მესამე მოგებაც ჩაიწერეს აქტივში. დღეს თბილისელები პეტერბურგის ალმაზ-ანტეის დაუპირისპირდნენ, რომელსაც ჯგუფში ჩვენი გუნდის დარად ორი მოგება ჰქონდა და ფაქტიურად ამ პაექრობით პირვლი ადგილის ბედიც წყდებოდა. ფრე მოზარდი დინამოელებისთვის მისაღები შედეგი გახლდათ, რადგან ბურთების შეფარდება მეტოქეზე უკეთესი ჰქონდათ, თუმცა ვახტანგ იაგორაშვილის გუნდმა წინა მატჩების დარად არც ალმაზ-ანტეის დააკლო გოლები. ლაცაბიძემ მეათე წუთისთვის უკვე 2:0 დააფიქსირა ანგარიში, რასაც აბუაშვილმა დუბლი მიამატა. თათულაშვილმა და ბაგრატიონმა კი ორივე ტაიმის ბოლო წუთებზე აიღეს პეტერბურგელთა კარი და შეხვედრაც 6:0 დასრულდა. ჩვენი გუნდი ხვალ დაისვენებს და ზეგ ნახევარფინალში ჩაერთვება, მეტოქე კი პეტერბურგის დრუჟბა იქნება.

 

U13 ალმაზ-ანტეი პეტერბურგი  0:6  დინამო თბილისი

 

U13 დინამო: ჯოჯუა, არჩაია, მოლაშვილი, ბაგრატიონი, აღდგომელაშვილი, ლაცაბიძე, კობახიძე, თათულაშვილი, გეგიაძე, გაფრინდაშვილი, იობაშვილი

შეცვლაზე შევიდნენ: გოგებაშვილი, აბუაშვილი

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024