• Geo
  • Eng
26.10.2017
28 ოქტომბერი დინამოს ისტორიაში

შაბათს 28 ოქტომბერს, დინამო თბილისი ეროვნული ლიგის ოცდამეთორმეტე ტურის შეხვედრაში საჩხერის ჩიხურას დაუპირისპირდება.

28 ოქტომბერს დინამოს თავის ისტორიაში 6 ოფიციალური მატჩი აქვს ჩატარებული. 3 თამაში დინამოელებმა მოიგეს, ორი შეხვედრა ფრედ დასრულდა და ერთხელაც მეტოქემ იმარჯვა. გატანილი და გაშვებული გოლების ბალანსია 8/4 თბილისელთა სასარგებლოდ.

1973 წელს დინამომ მოსკოვის ცსკა მიიღო და 3:1 აჯობა მეტოქეს. ორი გოლი გივი ნოდიამ გაუტანა არმიელებს, ხოლო ერთი გოლი მანუჩარ მაჩაიძის ანგარიშზეა. 1982 წელს მოსკოვში ტორპედოსთან შეხვედრა გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. მომდევნო წელს კი იმავე ადგილას და იმავე გუნდთან მატჩი მასპინძლებმა 1:0 მოიგეს.

1994 წელს თბილისელებმა ხაშურის ივერია მიიღეს და 3:1 იმარჯვეს. გოლები არჩილ არველაძემ, შოთა არველაძემ და გელა ინალიშვილმა გაიტანეს. ოთხი წლის შემდეგ რუსთავში ადგილობრივ გორდასთან დაპირისპირება ფრედ 0:0 დასრულდა. 2008 წელს კი დინამომ მათე ვაწაძისა და გიორგი მერებაშვილის გოლებით ბოლნისში სიონს 2:1 მოუგო. 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024