საქართველოს 17 წლამდე ნაკრებმა შეკრება დაასრულა. დღეს გიორგი ნემსაძის გუნდი მეორედ შეხვდა ბელარუს თანატოლებს და პირველი მატჩის იდენტურად 1:2 დამარცხდა. გოლო ბელარუსთა კარში დინამოელმა გიორგი ლომთაძემ გაიტანა. აღსანიშნავია, რომ ჯვაროსნები მთელი მატჩის მანძილზე ფლობდნენ სათამაშო უპირატესობას, თუმცა თამაშის გადარჩენა ვერ მოახერხეს. შეხვედრაში ათივე გამოძახებულმა დინამოელმა- კუტალაძემ, აზაროვმა, ჩარკვიანმა, მოისწრაფიშვილმა, ლომთაძემ, ჯანგველაძემ, მექვაბიშვილმა, დავითაშვილმა, კვარაცხელიამ და ჭავჭანიძემ მიიღო მონაწილეობა. შეგახსენებთ, რომ 24-30 ოქტომბერს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი თბილისში გაიმართება, ხოლო ჩვენს ჭაბუკთა ნაკრებს მეტოქეობას იტალია, მონტენეგრო და ლატვია გაუწევენ.