• Geo
  • Eng
03.10.2017
5 დინამოელი 19 წლამდე ნაკრებში

საქართველოს 19 წლამდე ნაკრები 8 და 10 ოქტომბერს ფინეთთან ორ ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს. მატჩები მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება. გიორგი ყიფიანმა აღნიშნულ სპარინგებში მონაწილეობის მისაღებად დინამო თბილისიდან 5 ფეხბურთელს უხმო. დემეტრე ბულისკერია, ლევან ხარაბაძე, ბექა დარცმელია, ნიკოლოზ ნინუა და ბექა ქავთარაძე ფინეთთან სათამაშოდ მოემზადებიან.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024