საქართველოს 17 წლამდე ნაკრები ევროშესარჩევი ციკლისთვის მზადებას განაგრძობს. ჭაბუკი ჯვაროსნები დღეს ამხანაგურ შეხვედრაში ბელარუსის ნაკრებს დაუპირისპირდნენ და 1:2 დათმეს შეხვედრა. ერთადერთი გოლი სლავების კარში დინამოელმა ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა. მის გარდა გიორგი ნემსაძემ კიდევ 9 დინამოელი - ხარშილაძე, მექვაბიშვილი, აზაროვი, დავითაშვილი, ჭავჭანიძე, მოისწრაფიშვილი, ჩარკვიანი, ჯანგველაძე და ლომთაძე ათამაშა. ეს გუნდები ერთმანეთს 3 ოქტომბერსაც შეხვდებიან. მატჩი დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე გაიმართება.