• Geo
  • Eng
30.09.2017
აკადემიის გუნდების მორიგი გამარჯვება

დღეს ოქროს ლიგის 15 წლამდელთა გათამაშებაში და ჟიული შარტავას თასზე მორიგი მატჩები გაიმართა. 15 წლამდე დინამოელებმა მეცხრე მატჩი ჩაატარეს და მერვე გამარჯვება იზეიმეს. ვახტანგ იაგორაშვილის გუნდმა (იგი ცოტახნის წინ დაინიშნა 15 წლამდელთა ხელმძღვანელად) ფოთის კოლხეთი 3:1 დაამარცხა. მორჩილაძემ დუბლი შეასრულა, ერთი გოლიც ფოთელებს კონიაშვილმა გაუტანა. ამრიგად დინამოელები სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე იმყოფებიან და ლიდერ საბურთალოს ერთი ქულით ჩამორჩებიან. ჩვენი გუნდი მომდევნო მატჩს 4 ოქტომბერს გორში დილასთან გამართავენ.

მეთორმეტე ტურის მატჩი ჩაატარა დინამო თბილისის 16 წლამდე შემადგენლობამ, რომელიც ჟიული შარტავას თასის გათამაშებაში ასპარეზობს. ლევან გვანცელაძის გუნდმა სოხუმის დინამო-2 მიიღო და ხუთი უპასუხო გოლით დაამარცხა მეტოქე. პირველი გოლი თბილისელებმა სოხუმელ თანაკლუბელებს პირველი ტაიმის ბოლოსკენ გაუტანეს, თავი ქველაძემ გამოიჩინა. მეორე ნახევარი მასპინძლებმა უფრო თავდაჯერებულად ჩაატარეს და უპირატესობაც გამოიყენეს, რაც კიდევ ოთხ გატანილ გოლში აისახა. ქალდანმა დუბლი შეასრულა, ხოლო თამაშის ბოლო ათ წუთში თითო გოლი კოტეტიშვილმა და კოპალეიშვილმა გაიტანეს. დინამომ ამ მოგებით 25 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზე იმყოფება.

 

U15 კოლხეთი ფოთი 1:3 დინამო თბილისი

U16 დინამო თბილისი 5:0 დინამო სოხუმი-2

 

U15 დინამო: შურღაია, მაისურაძე, ერაძე, იაკობიძე, ხეცურიანი, ოსეყმაშვილი, მორჩილაძე, ზურაბიანი, კონიაშვილი, აბუაშვილი, ბექაური

შეცვლაზე შევიდნენ: სამადაშვილი, ბოჭორიშვილი, ჯინჯოლავა, ქოჩაკიძე

U16 დინამო: თვალოძე, შუკვანი, გოგატიშვილი, გაბიტაშვილი, ისმაილი, ყენია, ქინქლაძე, კოპალეიშვილი, კორინთელი, ქველაძე, გულისაშვილი

შეცვლაზე შევიდნენ: ხუხუა, კოტეტიშვილი, გოდერძიშვილი, ქომეთიანი, ქალდანი

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024