დღეს ქუთაისში გაიმართა საქართველოს ჩემპიონატის ოცდამეერთე ტურის შეხვედრა, რომელშიც ტორპედომ დინამო თბილისს უმასპინძლა. შეხვედრა დინამოელთა უპირატესობით წარიმართა და მატჩის 58 წუთისთვის, როდესაც თბილისელები 2:0 იგებდნენ სტადიონზე მყოფი გულშემატკივარი მოედანზე შეიჭრა, რის შემდეგაც მსაჯმა თამაში შეაჩერა. დინამო TV გთავაზობთ ვიდეო მიმოხილვას.