• Geo
  • Eng
01.09.2023
სერგო შუდრა

1913 წლის 1 სექტემბერს, წინამძღვრიანთკარში დინამო თბილისის მეკარე - სერგო შუდრა დაიბადა. სერგო შუდრამ დინამოში გატარებული 9 წლის მანძილზე 70 შეხვედრაში მოირგო დედაქალაქელთა ფორმა. შუდრა სამჯერ 1946, 1947 და 1950 წლებში გახდა ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლების მფლობელი, ხოლო 1946 წელს თასის გათამაშების ფინალისტი. 1948 წელს სპორტის დამსახურებული ოსტატის წოდებაც მიენიჭა. 1951–1954 წლებში დინამოს რესპუბლიკურ საბჭოში უფროსი ინსპექტორად მუშაობდა. სერგო შუდრა 1983 წლის 6 იანვარს გარდაიცვალა.

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024