• Geo
  • Eng
31.08.2023
შვიდი დინამოელი ახალგაზრდულ ნაკრებში

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები 6 სექტემბერს ქუთაისში, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩს, გიბრალტარის ახალგაზრდულ ნაკრებთან გამართავს. 12 სექტემბერს კი მოლდოვას ესტუმრება.

 

რამაზ სვანაძემ ახალგაზრდულ ნაკრებში დინამოდან შვიდ ფეხბურთელს უხმო. მიხეილ მაქაცარია, ლუკა ლაცაბიძე, საბა ხვადაგიანი, გიორგი მაისურაძე, ლევან ოსიყმაშვილი, ჯადული იობაშვილი და ლაშა ოდიშარია თეთრ-წითელ, ეროვნულ ფორმას მოირგებენ.

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024