17 წლამდე დინამოელებმა ოქროს ლიგაში მერვე შეხვედრა ჩაატარეს. გოჩა ჩიქოვანის შეგირდები დღეს 35- ე სკოლას დაუპირისპირდნენ და არასაფეხბურთო ანგარიშით 9:2 დაჯაბნეს მეტოქე. აზაროვმა ოთხი გატანილი გოლით გამოიჩინა თავი. თითო ზუსტი დარტყმა იაკობიძის, ჩარკვიანის, მექვაბიშვილის, გაბედავას და ჯანგველაძის ანგარიშზეა. დინამოს 8 ჩატარებული მატჩიდან 18 ქულა დაუგროვდა და გათამაშების ცხრილში მეორე ადგილზე აინაცვლა. აღსანიშნავია ისიც, რომ ჩვენს გუნდს მეტოქეებთან შედარებით ორით ნაკლები მატჩი აქვს ჩატარებული.
U17 35- ე სკოლა 2:9 დინამო
U17 დინამო: ხარშილაძე, ბასარია, ჭავჭანიძე, კალანდაძე, წაქაძე, მექვაბიშვილი, მოისწრაფიშვილი, გაბედავა, იაკობიძე, ჩარკვიანი, აზაროვი
შეცვლაზე შევიდნენ: ჯანგველაძე, კიკნაძე, ჩაკვეტაძე, გულხადარაშვილი, ლომთაძე