დინამო თბილისის 15 წლამდე გუნდმა ოქროს ლიგაში მეათე ტურის მატჩი ჩაატარა. თბილისელები გორში ადგილობრივ დილას დაუპირისპირდნენ და 2:0 დაამარცხეს მეტოქე. გოლები მასპინძელთა კარში მორჩილაძემ და ზურაბიანმა გაიტანეს. ვახტანგ იაგორაშვილის გუნდმა ამ მოგებით 27 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე მყოფ საბურთალოს ერთი ქულით ჩამორჩება. მომდევნო მატჩს თბილისელები 8 ოქტომბერს ქობულეთის შუქურასთან გამართავენ.
U15 დილა 0:2 დინამო
U15 დინამო: ხარშილაძე, მაისურაძე, იაკობიძე, ბექაური, ხორავა, ოსეყმაშვილი, მორჩილაძე, აბუაშვილი, ჯინჯოლავა, ზურაბიანი, კონიაშვილი
შეცვლაზე შევიდნენ: ბოჭორიშვილი, გოდერძიშვილი, ქოჩაკიძე, სამადაშვილი