• Geo
  • Eng
26.08.2017
ვერცხლის მედლები პეტერბურგის თასზე

დინამო თბილისის 13 წლამდე შემადგენლობამ პეტერბურგის თასზე ფინალური შეხვედრა ჩაატარა. გადამწყვეტ მატჩამდე თბილისელები ომახიანად და დამაჯერებლად მივიდნენ. ვახტანგ იაგორაშვილის გუნდმა ჯერ ლიტვის ნაციონალურ საფეხბურთო აკადემიას მოუგო 8:0, შემდეგ პეტერბურგის ზვეზდას აჯობეს 3:0 და ჯგუფის ბოლო შეხვედრაში პეტერბურგის ალმაზ-ანტეი დაჯაბნეს 6:0. ნახევარფინალში ჩვენმა გუნდმა პეტერბურგის დრუჟბა 6:0 დაამარცხა და ფინალში მოსკოვის დინამოს დაუპირისპირდა. გადამწყვეტმა შეხვედრამ სრულად გაამართლა სტადიონზე მისული გულშემატკივრის იმედები. საკმაოდ დაძაბული და სანახაობრივი ფინალი სამწუხაროდ თბილისელებმა დათმეს. აღსანიშნავია, რომ არაერთი საგოლე მომენტის მიუხედავად ჩვენმა ნორჩმა ფეხბურთელებმა ვერ მოახერხეს მოსკოველთა კარში გოლის გატანა და საბოლოოდ ფესტივალის ვერცხლის მედლები დაისაკუთრეს. ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად ორგანიზატორებმა დინამოელი გიორგი აბუაშვილი დაასახელეს. 

U13 დინამო მოსკოვი 1:0  დინამო თბილისი

U13 დინამო: ჯოჯუა, არჩაია, ხვადაგიანი, მოლაშვილი, ბაგრატიონი, თოდუა, კობახიძე, აბუაშვილი, გეგიაძე, თათულაშილი, იობაშვილი

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024