• Geo
  • Eng
08.10.2017
ქავთარაძის გოლი და გამარჯვება ფინეთთან

საქართველოს 19 წლამდე ნაკრებმა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ამხანაგური მატჩი ფინეთის ნაკრებთან ჩაატარა და 2:1 დაამარცხა მეტოქე. პირველი გოლი სკანდინავთა კარში ლუკა ასათიანმა გაიტანა, მეორედ კი ფინელთა მეკარე დინამოელმა ბექა ქავთარაძემ დაამწუხრა. შეხვედრაში ჩვენი კლუბის ექვსმა ფეხბურთელმა მიიღო მონაწილეობა. ბულისკერიამ, ხარაბაძემ, დარცმელიამ, ნინუამ და ქავთარაძემ სასტარტოში დაიწყეს ასპარეზობა, ხოლო ხარშილაძე შეცვლაზე შევიდა. კიდევ ერთ შეხვედრას ფინეთის 19 წლამდელებთან ახალგაზრდა ჯვაროსნები 10 ოქტომბერს ჩაატარებენ.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024