• Geo
  • Eng
25.12.2017
გიორგი ზარიამ კონტრაქტი გაახანგრძლივა

ჩვენი გუნდის შემტევმა ნახევარმცველმა - გიორგი ზარიამ არსებული კონტრაქტი კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივა და 2020 წლის ზაფხულამდე დინამო თბილისში იასპარეზებს. მოგეხსენებათ გიორგიმ ერთი თვის წინ ტრავმა მიიღო და მუხლზე ოპერაცია გაიკეთა. იგი ახლა სარეაბილიტაციო პერიოდს წარმატებულად გადის და რამდენიმე თვეში სრული დატვირთვით შეუერთდება კლუბს.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024