• Geo
  • Eng
18.10.2017
დინამოელები სიმბოლურში

სპორტულმა გამოცემა ლელომ, ეროვნული ლიგის ოცდამეცხრე ტურის სიმბოლურ გუნდში დინამო თბილისიდან სამი ფეხბურთელი- ცენტრალური მცველი - ლაშა თოთაძე (4), ნახევარმცველი - ოთარ კიტეიშვილი (4) და შემტევი ბექა მიქელთაძე (7) შეიყვანა. ლოკომოტივთან 3:1 მოგებულ შეხვედრაში ვიცე კა[პიტანმა საფირმო საჯარიმოთი გახსნა ანგარიში და ამის შემდეგაც არაერთხელ დაემუქრა მეტოქის კარს, გუნდის ბომბარდირმა მორიგი გოლი გაიტანა და საგოლე პასიც ჩაიწერა აქტივში, ხოლო კაპიტანმა მთელი მატჩი მაღალ დონეზე იასპარეზა.

ლელომ ოცდამეცხრე ტურის საუკეთესო მწვრთნელად ჩვენი გუნდის თავკაცი - კახი კაჭარავა (9) დაასახელა.

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024