• Geo
  • Eng
16.10.2017
10 დინამოელი ევრო შესარჩევში

17 ოქტომბრიდან საქართველოს 17 წლამდე ნაკრები დასკვნით შეკრებაზე გადავა. შეგახსენებთ, რომ ჭაბუკთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევს იწყებს და თბილისში 24 დან 30 ოქტომბრის ჩათვლით იტალიის, მონტენეგროსა და ლატვიის ნაკრებებს უმასპინძლებს. გიორგი ნემსაძემ აღნიშნულ შესარჩევში მონაწილეობის მისაღებად დინამო თბილისდან ნაკრბში 10 ფეხბურთელი გამოიძახა. ლუკა კუტალაძე, ლუკა ხარშილაძე, ირაკლი აზაროვი, ანზორ მექვაბიშვილი, ზურა ჭავჭანიძე, გიორგი ლომთაძე, გიორგი მოისწრაფიშვილი, ზურაბ დავითაშვილი, ელგუჯა ჯანგველაძე და ხვიჩა კვარაცხელია თანაგუნდელებთან ერთად შეეცდებიან ელიტ რაუნდის საგზურის მოპოვებას.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024