• Geo
  • Eng
07.11.2017
19 წლამდელების გამარჯვება და 17 წლამდელთა მარცხი

19 წლამდე ოქროს ლიგა გადამწყვეტ ფაზაშია შესული, შესაბამისად გათამაშების ბოლო ტურებიც დაძაბულად და საინტერესოდ მიმდინარეობს. დინამოელები ფოთს ესტუმრნენ და ადგილობრივი კოლხეთი 2:0 დაამარცხეს. გოლები პირველ ტაიმში კიტეიშვილმა და იაკობიძემ გაიტანეს. ფოთელებთან წინა შეხვედრაც დედაქალაქელთა გამარჯვებით 6:0 მორჩა. ამ გამარჯვებით დინამომ 24 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში პირველ ადგილს იყოფს ლოკომოტივთან ერთად. დინამოელებს ლოკომოტივთან შედარებით ერთით ნაკლები მატჩი აქვთ ჩატარებული. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსი კი 37/5.

 

U19 კოლხეთი 0:2 დინამო

U19 დინამო: მამარდაშვილი, გაბელაია, ბ. ხარშილაძე, უგრეხელიძე, გაბიტაშვილი, ძოწენიძე, კაკულია (ვირუბოვი 86), მექვაბიშვილი (ბასარია 80), იაკობიძე, კიტეიშვილი, გ. ხარშილაძე (გოგობერიშვილი 75)

 

17 წლამდე დინამომ ჩემპიონატში მტკივნეული მარცხი იწვნია ლოკომოტივისგან. დინამოელები დიდი ანგარიშით 1:6 დამარცხდნენ და სატურნირო მდგომარეობაც გაიუარესეს. გოჩა ჩიქოვანის გუნდი 13 თამაშიდან 30 ქულით გათამაშების ცხრილის მესამე ადგილზე იმყოფება, თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ პირველ-მეორე ადგილოსან გუნდებთან შედარებით დინამოელებს ორით ნაკლები თამაში აქვთ ჩატარებული.

 

U17 ლოკომოტივი 6:1 დინამო

U17 დინამო: ხარშილაძე, კალანდაძე, გაბედავა, ჭავჭანიძე (გულხადარაშვილი 53), მელიქიშვილი, ბასარია (ბაჯელაძე 41), ლომთაძე (კიკნაძე 53), მოისწრაფიშვილი, ჩარკვიანი (თუდები 53), გოგობერიშილი (ჩაკვეტაძე 41), ჯანგველაძე

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024