საქართველოს 17 წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპში ჩაება და ჯგუფის პირველ შეხვედრაში (ჯგუფური ტურნირი თბილისში ტარდება) ლატვიის ნაკრებს დაუპირისპირდა. გიორგი ნემსაძის გუნდმა ნომინალური მასპინძლები მინიმალური ანგარიშით 1:0 დაამარცხა. გამარჯვების გოლი ბალტიელთა კარში დინამოელმა ხვიჩა კვარაცხელიამ პირველ ტაიმში გაიტანა. დღევანდელ შეხვედრაში დინამოს ექვსმა ფეხბურთელმა - ხარშილაძემ, აზაროვმა, კვარაცხელიამ, ჯანგველაძემ, დავითაშვილმა (კაპიტანი) და მექავაბიშვილმა მიიღეს მონაწილეობა. მომდევნო შეხვედრას ჭაბუკი ჯვაროსნები მონტენეგროს წინააღმდეგ 27 ოქტომბერს ჩაატარებენ.