• Geo
  • Eng
24.10.2017
19 წლამდელებმა ტორპედო დაჯაბნეს

დინამოს 19 წლამდე გუნდმა ოქროს ლიგაში მეშვიდე მატჩი ჩაატარა და მეექვსე გამარჯვება მოიპოვა. ვლადიმერ კაკაშვილის შეგირდებმა ქუთაისის ტორპედო მიიღეს და დიდი ანგარიშით 5:0 დაჯაბნეს მეტოქე. დარცმელიამ ორი გოლი გაუტანა სტუმრებს, თითოჯერ კი კაკულიამ, კიტეიშვილმა და ხარშილაძემ აიღეს ქუთაისელთა კარი. ჩვენმა გუნდმა 7 მატჩის შემდეგ 18 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში პირველ ადგილს იყოფს ლოკომოტივთან ერთად. დინამოელებს უშუალო კონკურენტებთან შედარებით ორით ნაკლები მატჩი აქვთ ჩატარებული. დინამოელთა გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსია 29/5.

 

U19 დინამო 5:0 ტორპედო

U19 დინამო: ბულისკერია, გაბელაია, ბ. ხარშილაძე, უგრეხელიძე, გაბიტაშვილი, ძოწენიძე (ბასარია 59), კაკულია (გ. ხარშილაძე 70), დარცმელია, იაკობიძე, კიტეიშვილი, ერგემლიძე (გოგობერიშვილი 46)

 

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024