• Geo
  • Eng
06.09.2017
15 წლამდელების მარცხი საბურთალოსთან

დინამოს 15 წლამდე შემადგენლობამ ოქროს ლიგაში მეექვსე ტურის მატჩი ჩაატარა. ვლადიმერ გოჩაშვილის გუნდი საბურთალოს დაუპირისპირდა და ოქროს ლიგაში პირველი მარცხი განიცადა. ჩვენმა გუნდმა მეტოქესთან 0:3 დათმო. დინამოელები 6 მატჩიდან 5 მოგებით და ერთი მარცხით, ბურთების ბალანსით 31/6 სატურნირო ცხრილში მეორე ადგილს იკავებენ. პირველზე სწორედ საბურთალომ გადაინაცვლა და ერთი ქულით ასწრებს ჩვენს გუნდს. მომდევნო შეხვედრას დინამოელი ჭაბუკები 11 სექტემბერს აკადემიის მოედანზე, მარტვილის მერანის წინააღმდეგ ჩაატარებენ.

U15 საბურთალო 3:0 დინამო

U15 დინამო: შურღაია, მაისურაძე, ერაძე, ხეცურიანი, ხორავა, ოსეყმაშვილი, მორჩილაძე, ზურაბიანი, კონიაშვილი, აბუაშვილი, ჯინჯოლავა

შეცვლაზე შევიდნენ: ბოჭორიშვილი, ფირცხალაიშვილი, ქოჩაკიძე, იაკობიძე, ბექაური, გოდერძიშვილი

 

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024