დინამო თბილისმა გიორგი ივანიშვილი დაიმატა. ჩვენმა კლუბმა 28 წლის შემტევთან ორწლიანი კონტრაქტი გააფრმა. გიორგი ბოლო ორი სეზონი საჩხერის ჩიხურას ღირსებას იცავდა, მანამდე კი ცხინვალში კახი კაჭარავას შეგირდი გახლდათ. საქართველომდე ივანიშვილი შვეიცარიის ვოლენში, შაფხაუზენში და ბელინცონაში გამოდიოდა.