• Geo
  • Eng
11.09.2017
15 და 19 წლამდელების გამარჯვება ელიტ ლიგაში

დინამო თბილისის 19 წლამდე შემადგენლობამ ოქროს ლიგის გათამაშება გამარჯვებით დაიწყო. თბილისელები სამტრედიაში ადგილობრივ გუნდს დაუპირისპირდნენ და 3:1 დაამარცხეს მასპინძლები. კაკულიამ დუბლი შეასრულა, ერთი გოლი კი ძოწენიძის ანგარიშზეა. ვლადიმერ კაკაშვილის გუნდი მომდევნო მატჩს 13 სექტემბერს ქუთაისში, ტორპედოს წინააღმდეგ ჩაატარებს.

15 წლამდელებმა კი ოქროს ლიგაში მეშვიდე ტურის მატჩი გამართეს და მეექვსე გამარჯვება მოიპოვეს. თბილისელებმა მარტვილის მერანი მიიღეს და დიდი ანგარიშით 5:2 დაამარცხეს მეტოქე. გოლები ერაძემ, ოსეყმაშვილმა, მორჩილაძემ, ქოჩაკიძემ და ბექაურმა გაიტანეს. ვლადიმერ გოჩაშვილის გუნდი შვიდი ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილში მეორე ადგილს იკავებს. შემდეგი ტურის შეხვედრას დინამოელები 19 სექტემბერს გაგრასთან ჩაატარებენ.

 

U19 სამტრედია 1:3 დინამო

U19 დინამო: კუტალაძე, გაბელაია (ბასარია 64), ბ. ხარშილაძე, ძოწენიძე, გაბიტაშვილი, უგრეხელიძე, კაკულია, პ. კიტეიშვილი, ქავთარაძე (იაკობიძე 90), მოისწრაფიშვილი (თუდები 70), გოგობერიშვილი

 

U15 დინამო 5:2 მერანი

U15 დინამო: შურღაია, მაისურაძე, ერაძე, ხეცურიანი, ხორავა, ოსეყმაშვილი, მორჩილაძე, გოდერძიშვილი, ქოჩაკიძე, აბუაშვილი, ჯინჯოლავა

შეცვლაზე შევიდნენ: ბოჭორიშვილი, იაკობიძე, კონიაშვილი, ბექაური, გოდერძიშვილი, ტურძილაძე

 

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024