12, 13 და 14 იანვარს თბილისის ოლიმპიური სასახლე დავით პეტრიაშვილის სახელობის ზამთრის თასს უმასპინძლებს. გათამაშებაში დინამო თბილისი ორი გუნდით ჩაერთვება. ტრადიციულ ტურნირზე ეროვნული ლიგის და ეროვნული ლიგა 2 გუნდების გარდა 14 წლამდე გუნდებიც იასპარეზებენ. დინამო თბილისი ჯგუფში ვიტ ჯორჯიას, ნორჩ დინამოელს და ფოთის კოლხეთს შეხვდება. ჭაბუკი დინამოელები კი ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთის და სამხრეთ ოსეთის გუნდებს დაუპირისპირდებიან.