საქართველოს 17 წლამდე ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი მეორე ადგილზე დაასრულა. გიორგი ნემსაძის გუნდი ჯგუფის ბოლო შეხვედრაში იტალიის ნაკრებს დაუპირისპირდა და 0:2 დამარცხდა. ჭაბუკ ჯვაროსნებს მეორე ტაიმში რამდენიმე საგოლე ეპიზოდიც ჰქონდათ. შეხვედრაში დინამოს ხუთმა ფეხბურთელმა - ხარშილაძემ, აზაროვმა, კვარაცხელიამ, დავითაშვილმა (კაპიტანი) და მექავაბიშვილმა მიიღო მონაწილეობა. ამრიგად იტალიამ 9 ქულა დააგროვა, ხოლო საქართველომ 6. ორივე გუნდმა ელიტ ლიგის საგზური წინა ტურში გაიფორმა.