15 წლამდე დინამოელებმა ოქროს ლიგაში მეთოთხმეტე ტურის შეხვედრა ქუთაისში ჩაატარეს. ვახტანგ იაგორაშვილის გუნდი ტორპედოს დაუპირისპირდა და საინტერესო მატჩი 1:2 დათმო. მასპინძლებმა ორივე გოლი დედაქალაქელებს პირველივე ტაიმში გაუტანეს. დინამოელებმა კი ტორპედოს მხოლოდ აბუაშვილის მიერ ზუსტად შესრულებული თერთმეტმეტრიანი დარტყმით უპასუხეს. ამ წაგებით თბილისელებმა სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე ჩაინაცვლეს (გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსით 56/13).
U15 ტორპედო 2:1 დინამო
U15 დინამო: ლურსმანაშვილი, ხეცურიანი, ერაძე (შაშიაშვილი 60), მაისურაძე, ბექაური, იაკობიძე (ჯინჯოლავა 19), აბუაშვილი, ოსიყმაშვილი, ზურაბიანი (სამადაშვილი 46), კონიაშვილი (ქოჩაკიძე 55), მორჩილაძე