• Geo
  • Eng
27.10.2017
დინამოელთა გოლები და ელიტ რაუნდის საგზური

საქართველოს 17 წლამდე ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მეორე შეხვედრა გამართა. გიორგი ნემსაძის გუნდმა მონტენეგრო 2:0 დაამარცხა და ელიტ რაუნდის საგზური ვადამდე ადრე გაიფორმა. ბალკანელთა კარში გოლები დინამოელებმა ზუკა დავითაშვილმა და ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანეს. დღევანდელ შეხვედრაში დინამოს ექვსმა ფეხბურთელმა - ხარშილაძემ, აზაროვმა, კვარაცხელიამ, მოისწრაფიშვილმა, დავითაშვილმა (კაპიტანი) და მექავაბიშვილმა მიიღო მონაწილეობა. ბოლო მატჩს, რომელიც ჯგუფში პირველ-მეორე ადგილოსანს გაარკვევს, ჭაბუკი ჯვაროსნები იტალიის წინააღმდეგ 30 ოქტომბერს ჩაატარებენ.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024